რა ინიციატივით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს?

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შერეულ საავიაციო ბაზაზე შეხვდა და მას საქართველოს გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და რუსულ ოკუპაციაზე ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივით მიმართა ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სეციალური წარმომადგენლის დანიშვნა კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკური დიალოგს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე, აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვიცეპრეზიდენტს მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გასაღრმავებლად, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც შესთავაზა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვანო მაჭავარიანი, აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება მნიშვნელოვანია აშშ-თან თავდაცვის, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა, სავაჭრო თუ სხვა საკითხებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესთავაზა ვიცეპრეზიდენტს, რომ ის საკითხები, რომლებიც იქნა ჩამოთვლილი, როგორც ღიად, ისევე ორმხრივი საუბრის დროს, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და იდეა სპეციალური წარმომადგენლის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც წესი, ჰყავთ ხოლმე,“ – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო მედია საქართველოს შესახებ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ყველაგან პუტინის ინტერესია, რომელიც ხან ემთხვევა ქარველი ოლიგარქის და გაზპრომის მსხვილი აქციონერის, ხან უკრაინელი ოლიგარქის ინტერესებს