რა იცის მამა გიორგიმ პატრიარქის შესაძლო გადაყენების შესახებ – დეკანოზი მზად არის სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდოს

ე.წ. მატროსოვის ციხეში, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს ადვოკატებს ხვდება. სავარაუდოდ მამალაძე უფლებადამცველებს ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელი იქნება.
მამალაძე ასევე მზად არის წმინდა სინოდის წევრებს შეხვდეს და პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულების დეტალებზე უამბოს. არსებული ინფორმაციით, ის გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირები ილია მეორეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ტახტის დატოვებას ურჩევდნენ.
„შესული იყო მეუფე გრიგოლი და მეუფე ილარიონი თუ არ ვცდები, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩათვლის მამა გიორგი საჭიროდ აბსოლუტურად ინფორმირებული ვიქნები. მიმაჩნია, რომ მაგალითად უნდა მიიღონ მეუფე გრიგოლის გადადგმული ნაბიჯი მის მიერ მონახულება მამა გიორგი . ალბათ უპრიანი იქნება დანარჩენი მეუფეებიც, რომლებიც მრავალჯერ აცხადებდნენ რომ კითხვებზე პასუხი გაუცემელია შებრძანდნენ. ციანიდის საქმე რა თქმა უნდა ერთ-ერთი გეგმა იყო, ეს იყო მიზანმიმართული, რომ ამ ფორმით ჩამოეშორებინათ მათთვის არასასურველი სასულიერო პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ დავალებებს“- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ციხეში შესვლამდე.
შეგახსენებთ, რომ ხობის და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გასულ კვირას სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კონკრეტული საჯარო პირები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს “სახლში წასვლასა” და დასვენებას ურჩევდნენ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე კახეთში ამომრჩეველს შეხვდება
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : გაუგებარია, გიორგი მარგველაშვილი რატომ არ ასახელებს არჩევნების კონკრეტულ თარიღს