რა ღირს ტრამპის დაცვა?

Associated Press-ის ცნობით, ამერიკულ მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიუ იორკის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის დაცვის უზრუნველყოფა დღეში მილიონი დოლარი უჯდება, რეალობასთან მიახლოებული აღმოჩნდა, რაც ნიუ იორკის მერის იმ ოფიციალური წერილით გაირკვა, რომელიც მან ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაუგზავნა…
ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო, თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარის მისამართით გაგზავნილ წერილში ბიუჯეტიდან 35 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რადგან ეს თანხა ნიუი ორკის პოლიციის იმ დეპარტამენტის ფინანსირებას ჭირდება, რომელიც ტრამპისა და მისი რეზიდენციის Trump Tower-ის დაცვის უზრუნველყოფითაა დაკავებული მის ინაგურაციამდე.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: ეს არის პოპულისტური ჯანყი ელიტების წინააღმდეგ
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო,, დაბრუნდა