რა ღირს პოეტ დავით მაღრაძის გზა მეფის სასახლეებისკენ

 

maxradzeალბათ, ბედის ირონიაა, რომ საქართველოს ჰიმნის ავტორის, დავით მაღრაძის კალენდარზე, რომლისთვისაც სამშობლო აკაკის მსგავსად, ხატი უნდა იყოს, სახატე კი – მთელი ქვეყანა, რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არსად არ არის „აღნიშნული“, რაც შეიძლება, მაღრაძის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, „განზრახ არის გაკეთებული“ და თუ „განზრახ გაკეთების“ ვერსიას გავყვებით, ალბათ, ისიც „განზრახ“ კეთდება, რომ დავით მაღრაძე შეფარულ პრორუსულ იდეოლოგიას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხიდან“ ქადაგებს, ანუ იმ ტელევიზიიდან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიონობით ლარით ფინანსდება და ეს ის მოსახლეობაა, რომელმაც რეფერენდუმზე თავისი ევროატლანტიკური მისწრაფება ღიად და ნათლად დააფიქსირა. შეგახსენებთ: მაღრაძეს „პირველ არხზე“ გადაცემათა ციკლი – „კალენდარი დავით მაღრაძესთან“ მიჰყავს.

ბოლო გადაცემაში მაღრაძის სტუმრები ცხონებული ლევან მიქელაძის ძმა, მხატვარი მამუკა მიქელაძე და მწერალი პაატა ქურდაძე იყვნენ. ეს უკანასკნელი, როგორც მაღრაძემ საზოგადოებას ამცნო, ბოლო 25 წელია, საფრანგეთში მოღვაწეობს. ჰოდა, საფრანგეთში მოღვაძე ქურდაძემ, რომელიც ზოგისთვის „ინტელექტუალური გაუგებრობაა“, გვითხრა, რომ ფრანგები ოცნებობენ, რომ პუტინი მათი პრეზიდენტი გახდეს. ამაზეა ნათქვამი – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. შე მამაცხონებულო, მწერალი რომ გქვია და პრეტენზია ობიექტურობაზე გაქვს და ამ კონტექტსში საფრანეგთის პრორუსულობას გვიმტკიცებ, სასხვათაშორისოდ მაინც ისიც აღნიშნე, რომ საფრანგეთმა კრემლს „მისტრალი“ არ მიყიდა და არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ რუსეთს საფრანგეთის ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს, მაგრამ გასაგებია, მწერალი და პოეტი ორ ხმაში შეფარულ პრორუსულ იდეოლოგიას რატომაც „აწვებიან“, ანუ როგორც „თაიმერს“ ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, რომელსაც ამ გადაცემის შეფასება ვთხოვეთ, უთხრა, მაღრაძე-ქურდაძეები კრემლისთვის ბოლო იარაღია, რომლის გამოყენებითაც პუტინის იმპერიალისტური ინსტიტუტები საქართველოს მოსახლოების გონების არევას ცდილობს.

 

„რაც შეეხება მამუკა მიქელაძეს, ის ამ გაუგებრობაში, ალბათ, შემთხვევით მოხვდა, თორემ დაუჯერებელია, რომ ლევან მიქელაძის ძმა თუნდაც შეფარვით რუსული ორბიტისკენ იხრებოდეს,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა მოსაუბრემ.

 

ალბათ, გაინტერსებთ, მაინც, რა დააშავა პოეტმა მაღრაძემ? სანამ ამ კითხვაზე დასაბუთებულ პასუხს გავცემთ, ალბათ, უმჯობესია, აქვე დავსვათ მეორე კითხვა: რა ღირს დავით მაღრაძის გზა სასახლეეებისკენ და რა ფასი აქვს საქართველოს გაყიდვის გზას პუტინის ოკუპანტური პოლიტიკის გასაბათილებლად?

 

პოეტმა მაღრაძემ იმ კონტექტსში, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა გაეუქმებინა, სომხების გენოციდი, ამასთან, უკრაინის მოვლენები მოიყვანა და გვამცნო, რომ  ამ კუთხით საქართველოში „აღვირახსნილი პატრიოტიზმია“, რომელიც „ძალიან დიდ ფარისევლობას შეიცავს“.

 

არადა, ვინ, ვინ და სწორედ მაღრაძემ არ უნდა ილაპარაკოს ფარისევლობაზე და აღვრახსნილობაზე, რადგან ჯერ ერთი, აღვირახსნილი პატრიოტიზმი კი არა, კომფორმიზმი და მედროვეობა შეიძლება იყოს. პატრიოტი კი ხარ ან არ ხარ!  მეორეც, როცა ფარისევლობაზეა ლაპარაკი, ძალაუნებურად გახსენდება მაღრაძის გზა კომკავშირის ინსტრუქტორობიდან „მხედრიონამდე“ – თავის დროზე მაღრაძე არ უარყოფდა, რომ „მხედრიონთან“ იყო დაახლოებული და კულტურის მინისტრადაც ჯაბა იოსელიანმა დანიშნა. „მხედრიონის“ დროს, ჯაბა იოსელიანისგან ფეშქაშად ბოძებული ცირკის წილიც ყველას ახსოვს. გამომცემლობა „მერანის“ მეწილეობაც არავის დავიწყებია. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა – ყველას კარგად ახსოვს დავით მაღრაძე „ვარდების რევოლუციის“ ბარიკადებზე, საიდანაც სააკაშვილის იდეებს მხარს გულხურვალედ უჭერდა. დღეს კი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც 9-წლიან რეჟიმზე ლაპარაკობს. არადა, თუ ისტორიას გადავხედავთ ან ვიდეოკადრებს ამოვიღებთ, იმ რამდენიმე ადამიანის გვერდით, რომელიც იგივე სანდრო გირგვლიანის მკვლელობას პირველივე წუთებიდან აპროტესტებდა, მაღრაძე აშკარად არ დგას! ალბათ, მაშინ, „აღვირახსნილი პატრიოტიზმით“ იყო გულანთებული და თვლიდა, რომ „ნაცმოძრაობის“ კეთილდღეობას სანდრო გირგვლიანი მსხვერპლად უნდა შესწირვოდა!

 

როცა პოეტი მაღრაძე პატრიოტიზმს აღვირახსნილობას ეძახის, ამით შეურაცხყოფას 1937, 1921, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპლებს და, ზოგადად, ყველა იმ ქართველს შეურაცხყოფს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა! მაღრაძის ლოგიკით, ეს ათასობით ადამიანი „აღვირახსნილი პატრიოტი“ ყოფილა და მეტი არაფერი!

 

„განცდილი მაქვს, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა. ვიღაცის სამშობლო არის რუსოფობია. რუსოფობია ისეთივე ქსენოფობიაა, როგორც ფრანკოფობია, არმენოფობია და ასე შემდეგ,“ – ამ ფრაზის ავტორი პოეტი დავით მაღრაძეა. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი ფრაზაა, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ამ ყველაფერით ახალი ტერმინოლოგიის და, უფრო მეტიც, აზრის დამკვირდების მცდელობა ხდება, რომ  აი, საქართველოში თითქოს რუსოფობია მძვინვარებს, რაც აპრიორი, მტკნარი სიცრუეა, რადგან რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოში თუნდაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს, არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკა რუს ერთან გაეთანაბრებინოს და ეთქვას, რომ რუსული კულტურა ცუდია და საქართველოში რუსი კლასიკოსები უნდა ავკრძალოთ!

 

სხვათა შორის, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ თავად რუსული კულტურის მოღვაწეები ილაშქრებენ. ავიღოთ, თუნდაც ბორის აკუნინი, ან სხვა ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე რუსი მწერლები, მსახიობები, კულტურის სხვა მოღვაწეები, მაგრამ მაღრაძის ლოგიკით, ყველა ეს ადამიანი რუსოფობი და ქსენოფობია. რაღაცებს თავის დროზე უმწვავესად დიდი მწერალი შოლოხოვიც უმწვავესად აკრიტიკებდა და მაღრაძე მასაც რუსოფობად მიიჩნევს, ალბათ!

 

 

ბატონო პოეტო, ოკუპაციის, უფრო კონკრეტულად, პუტინის ოკუპანტური რეჟიმის გაპროტესტება არც ქსენოფობია არის და არც – რუსოფობია! აი, ის კი, როცა ზუგდიდის რაიონში, ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზი სეპარატისტები თუ რუსი ოკუპანტები ქართველს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ის ქართველია, ნამდვილად, ქართველების ეთნოწმენდის გაგრძელებაა, მაგრამ თავის შეფარულ პრორუსულ პროპაგანდაში, როცა არარსებულ რუსოფობიაზე ლაპარაკობდა, პოეტ დავით მაღრაძეს რამდენიმე დღის წინ მოკლული გიგა ოთხოზორია არც უხსენებია! ალბათ, იმიტომ არ ახსენა, რომ „პატრონები“ „აღვირახსნილ პატრიოტიზმად“ ჩაუთვლიდნენ. რას იზამ, როცა „პატრონს“ მრავალი წელი ემსახურები, კომკავშირ-მხედრიონის ჩათვლით, მასთან ანგარიშვალდებულიც ხარ! ახლა კი, როგორც ჩანს, ვალის დაბრუნდების დრო მოვიდა!  სამაგიეროდ, იმ აზრის დამკვიდრების მცდელობა, რომ საქართველოში, რომლის დედაქალიქიდან 40 კილომეტრშიც ოკუპანტები დგანან, თითქოს რუსოფობია მძვინვარებს, როგორც ჩანს, „აღვირხსნილი კომფორმიზმის“ კიბეზე ერთი საფეხურით წინ აწევის საშუალებას იძლევა!

 

აფერუმ, პოეტო თქვენს პოეტობას, მაგრამ ჭეშმარიტი პოეტობა ვაკის რომელიღაც ქუჩიდან მეფეებისა თუ იმპერატორების შუშის სასახლეებამდე ფუნთუშებზე არ გადის! ჭეშმარიტი პოეტისა და პატრიოტის გზა კომფორმისტის გზაზე ძალიან რთულია!

 

timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი როგორითაც ის დღეს საუბრობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია”