რა გეგმა აქვს ოპოზიციას?!

პროტესტის ერთი წლის თავზე, ხალხს, ვინც ევროპული მომავლის დასაცავად და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში დგას აინტერესებთ, რა გეგმა აქვს ოპოზიციას და მიუსხდებიან თუ არა ისინი გაერთიანების მაგიდას – ‘” პირველებმა” გუშინ აქციაზე მყოფ ოპოზიციის ლიდერებს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენიათ ერთმანეთთან კოორდინაცია და არსებობს თუ არა ერთიანობის გეგმა.

პროდასავლურ პარტიებში ამბობენ, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია. სამი მთავარი ოპოზიციური ძალა უკვე ამბობს რომ შეცდომების გაანალიზების დრო დადგა.

ადამიანებმა უნდა გააანალიზონ, რომ ახლა არ არის ვიწროპარტიული პოლიტიკური დღის წესრიგის დრო და ადგილი. უბრალოდ სივრცეს არ ტოვებს ამისთვის ივანიშვილი. ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. ენმ ამ პოზიციაში იყო ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, მ,აგრამ სამწუხაროდ მაშინ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ლიდერები სხვა ბრძოლის ტაქტიკას ირჩევდნენ”, – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

“ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ კოორდინაცია აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოების წევრებს შორისაც. დაშვებულ შეცდომებზე კოალიციაშიც საუბრობენ.

ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. საზოგადოება უნდა იყოს კოორდინაციაში პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო სექტორთან. ეს არის ის, რისიც ეშინია რეალურად ივანიშვილს. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ყველამ უნდა გავაანალიწოთ წარსული ნაბიჯები.”, – ამბობს გიორგი სიორიძე.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა კი საერთო შეთანხმებული წესებზე საუბრობს.

ვინც ვერ შეთანმხდება, ცხადია ვერ იქნება მოაზრებული ამ კოორდინაციაში – ამბობს ნიკა ფარულავა.

ჩვენ გვჭირდება თამაში – საერთო შეთანხმებული წესები. ზუსტად ასეთი წესები, რაც მოიტანს მსგავს აქტივობას და ამ წესებში საერთო შეხებსი წერტილების პოვნა, რისი პროცესიც დაწყებულლია. ხელის შემშლელ ფაქტორებს რაც შეეხება, ეს თამაში – საერთო წესები, ვინც ამ ორ მოთხოვნას გაიზიარებს – ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები, ცხადია ეს ამბავი კიდევ უფრო გაფართოვდება და შედეგბა. ვინც ვერ შეთანმხდება, ცხადია ვერ იქნება მოაზრებული ამ კოორდინაციაში”, – ამბობს ნიკა ფარულავა.

ხატია დეკანოიძე საერთო იდეაზე აკეთებს აქცენთ და ამბობს, რომ დაქასაქსულობა მხოლოდ ივანიშვილსი აწყობს.

დაქასაქსულობა ყოველთვის აწყობს ივანიშვილს. ასე მოხდა ე.ს. თვითმართველობის არჩევნების წინ, შემდეგაც, როდესაც ერთმანეთზე გადაბრალება იყო. მე არ ვარ უიმედოდ, პირიქით, განსაცდელი უიმედობა, საერთო იდეა შესაძლებელია იყოს ის დაბრკოლება, რამაც კონკრეტულად მოიტანოს ერთმანეთის აზრის გაზიარების უნარი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკურ პროცესში ახალ ალტერნატივაზე და პოლიტიკური სპექტრის გადახალისების აუცილებლობაზეც საუბრობს.

ყიფიანი თქმით, ეს არა მარტო სახეებში გადახალისებას გულისხმობს, არამედ ხელწერასა და მიდგომაში.

ჩვენ სამზარეულო, კულუარულ რეჟიმში ვაწარმოებთ მსჯელობას გუნდის შიგნით და სხვა შესაძლო ფიგურანტებთან. ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მთავარი არის ის პროცესი, რასაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ. უცილობელი პირობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ამ პროცესის თანამონაწილენი. კონკრტულ პოტენციურ მოკავშირეებზე საუბარი თუნდაც იმიტომ არის რთული, რომ არაერთი საინტერესო მოკავშირე და პარტნიორი ჯერჯერობით აღმოცენებსი პროცესშია. ამიტომ ამ ეტაპზე დასახელება იქნება არასერიოზული. პროცესი უნდა დაკრისტალიზირდესდა ის გადახალხისება, რომელიც მე თქვენ გითხარით, არა მარტო სახეებში გადახალისებას მოითხოვს, არამედ ხელწერასა და მიდგომაში. ჩვენს ჯერ “საქართველოს ინიციატივას” ამაზე გვაქვს პრეტენზია, რომ არა მარტო ახალ სახედ მოვევლინოთ ქართულ საზოგადოებას, არამედ ახალი სტანდატები, ახალი მესიჯბოქსები შევთავაზოთ”, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

banner
წინა სტატიაშიმედია: რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს – კიევში აფეთქებების ხმა ისმის
შემდეგი სტატიაროგორია მოშიმშილეების მდგომარეობა 33–ე დღეს?!