რა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიაზე

ekunaქალაქ ფოთის მერიის თანამშრომელი შორენა მირცხულავა ეკა ბესელიას ცბიერს უწოდებს  და  ბიძინა ივანიშვილის  განცხადებას  ახსენებს, რომელიც პირველმა მოქალაქემ 2012 წელს ბესელიას მისამართით გააკეთა.

“ცბიერო ეკა ბესელია, 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფოთში მაჟორიტარად წარგადგინა, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ხმამაღლა განუცხადა: “ამ ქალის ირგვლივ არის კითხვები, მაგრამ გთხოვთ ეხლა ეს კითხვები გვერდზე გადავდოთ და მხარი დავუჭიროთო” (ამაში ყველა ფოთელი დამეთანხმება, ვინც იმ დროს დარბაზში იყო). მართლაც ფოთელებმა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის მასტერკლასი გაჩვენეს და სამეგრელოში მხოლოდ თქვენ გაიმარჯვეთ “ქართული ოცნების” მაჟორიტარებიდან! ამის შემდეგ დაგროვილ კითხვებს, გაცილებით ბევრი დაემატა, მაგრამ თქვენზე კითხვის დასმა, “ქართული ოცნების” და მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ფასდება თქვენს მიერ! შეგახსენებთ, ფოთელებს, როგორც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის მე, საჯარო მოხელე შორენა მირცხულავას მაქვს თქვენთან კითხვები და პრეტენზიები, რომლითაც პირად ფოსტაზე მოგმართავთ და პასუხის ნაცვლად “მბლოკავთ”, თავს უფლებას მივცემ საჯარო სივრცეში გადავიტანო ეს საკითხი, ამასთანავე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ვარ “ქართული ოცნების ” მხარდამჭერი, არ ვარ მართული არავის მიერ და თქვენთან კითხვების არსებობა არ ნიშნავს ქვეყნის და “ქართული ოცნების” ღალატს!!!”-წერს ფოთის მერიის  თანამშრომელი  შორენა მირცხულავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.იგი ასევე აქვეყნებს ფოტომასალას კომენტარებით, რომლის მიხედვით შესაძლოა ფოტოზე აღნიშნულმა პიროვნებებმა,  ბესელიას დავალებით მის წინააღმდეგ დაიწყონ მუშაობა.

ekaaaaaaaaaaaaaaaekaaaa

 

 

banner
წინა სტატიაში“არ ვაპირებ რუსეთთან არსებული იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ”
შემდეგი სტატიადავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება