რა გამორჩა ქართულ მედიას-ზურაბ ხარატიშვილი „შავ-ბნელ“ 90-იანებს იხსენებს

 

ბევრს ემახსოვრება ბორჯომის ქარხნების პრივატიზაციის პროცესი „შავ-ბნელ“ 90-იანებში. ამ დროისათვის ივანიშვილს უკვე სერიოზული კაპიტალი ჰქონდა რუსეთში დაგროვილი, თუმცა ჯერ კიდევ არ გააჩნდა სერიოზული კავშირები შევარდნაძის პერიოდის ქართულ პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტასთან. სააქციო საზოგადოება „ქართუს“ სერიოზული ინტერესი გააჩნდა „ბორჯომის“ შესასყიდად, რასაც საჯაროდაც გამოხატავდა. დიდი მცდელობის მიუხედავად ივანიშვილი დამარცხდა ჯგუფთან რომლის ფრონტმენი მამუკა ხაზარაძე გახლდათ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ხოლო მათ უკან ნიკო ლეკიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი მოიაზრებოდნენ. პრივატიზაციის პროცესი მწვავედ წარიმართა და დარჩა განცდა რომ „ქართუ“ თამაშგარე მდგომარეობაში მოიტოვეს კონკურენტის მიერ მაშინდელი სახელისუფლებო რესურსების დაშვებული და დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით. უსამართლობის განცდა ძნელი დასავიწყებელია, მით უმეტეს ივანიშვილისნაირი ადამიანისათვის, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია დაელოდოს თავის შანსს პასუხის გასაცემად”- წერს ზურაბ ხარატიშვილი

banner
წინა სტატიაშიჯვრისწერა ხანდაზმულ ასაკში!
შემდეგი სტატიააფხაზეთში ქურდული სამყაროს წევრობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება