,,რაც შეეხება რუსეთი და არა რუსეთი. აქ არარელევანტურია. რა გამოდის ახლა – რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ანუ მისი ჩარევა არ შეიძლება და ვისაც ტერიტორია არ აქვს ოკუპირებული მის ჩარევა შეიძლება? ასე წონით. მე ამას გეუბნებით ან ჩვენ ვამბობ, რომ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ხალხი მართავს, თვითონ ირჩევს თავის ხელისუფლებას და თავად მართავს თავის ხელისუფლებას, არავინ არ უნდა ჩაერიოს, არც ოკუპანტი, არც მეგობარი, არც მტერი, არც გადამთიელი, არც ახლო მეზობელი, არც შორეული მეზობელი არავინ. ჩვენი შიდა საქმეა ეს ბოლოს და ბოლოს გაეროს ქარტიით არის წესდებით არის დადგენილი პასუხისმგებლობა. ასე რომ არ არსებობს რუსეთი და არა რუსეთი, არ არსებობს კარგი და ცუდი, არსებობს ჩარევა, რომელიც აკრძალულია ყველასთვის და შეეძლება კიდევ უფრო ცუდია”,– თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.














