“როგორ იყო ყარაბაღი სომხური? ამიხსენით, როგორ იყო ჩვენი. იქ ვცხოვრობდით? იქ სკოლები ავაშენეთ? საბავშვო ბაღები ავაშენეთ? ქარხნები ავაშენეთ? რა გაგებით იყო ჩვენი? ყარაბაღი არ იყო ჩვენი, ის არ იყო ჩვენი”,_ თქვა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობასთან.
2024 წლის 1 იანვარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა “რესპუბლიკამ” არსებობა შეწყვიტა. იქამდე, 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი დაამყარა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, ე.წ. რესპუბლიკის უკანასკნელმა “პრეზიდენტმა”, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც “ყველა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის” დაშლასა და “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტას” ითვალისწინებდა.















