უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი რამშტაინის დღევანდელი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგების შეჯამება:
🇺🇸 აშშ იწყებს ახალ მექანიზმს ნატოსთან ერთად, რომელიც ევროპულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, უკრაინისთვის ამერიკული იარაღი შეიძინონ. გერმანია შეუერთდება ინიციატივას და უკრაინას 5 ერთეული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.
🇩🇪 გერმანია — გადასცემს 200,000-ზე მეტ საბრძოლო მასალას Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემებისთვის და ასევე აფინანსებს უკრაინული შორსმსროლელი დრონების შეძენას.
🇨🇦 კანადა — გააგრძელებს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის დაფინანსებაში მონაწილეობას „დანიის მოდელის“ ფარგლებში და გამოყოფს $20 მილიონ დოლარს უკრაინული ტანკების ტექნიკური მომსახურებისთვის.
🇳🇱 ნიდერლანდები — გამოყოფს €200 მილიონ ევროს შემტევი დრონებისთვის და დამატებით 125 მილიონ ევროს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის .
🇳🇴 ნორვეგია — 2025 წელს ჯამში გამოყოფს €1 მილიარდ ევროს დრონების შესაძენად, მათ შორის €400 მილიონს უკრაინული თავდაცვითი ინდუსტრიის პროდუქციის შესაძენად.
🇸🇪 შვედეთი — ამზადებს ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას და სხვა ტექნიკას.
















