იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ისიც ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლა იყო. მან თქვა, რომ აღნიშნულზე არაფერი იცოდა და რამე სახის კონსულტაციები არ ყოფილა.
“რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, შეწყალებასთან დაკავშირებით, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე.
მე ერთადერთი რაც ვიცი, ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონფერენცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე, შესაბამისად გამიჭირდება რაიმე დამატებითი სახის კომენტარის გაკეთება. როგორც იცით, საკმაოდ გვინდა იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამის შესახებ მე პირადად ნამდვილად არაფერი ვიცოდი, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით და შესაბამისად რაიმე სახის კონსულტაცია არ გვქონია, როგორც კი მოვიდა დადგენილება ჩვენ დავიწყეთ მისი აღსრულება და სისრულეში მოყვანა”, – თქვა ბრეგაძემ.