“რა დღეში ხართ ვერ გავიგე?” – ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს

“არავის არ გაუცია ასეთი ბრძანება, რა დღეში ხართ ვერ გავიგე?”- ასე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს მიმართა. კითხვაზე რატომ შეეზღუდა მედიას შენობაში გადაადგილების შესაძლებლობა

მირანდა მესხი ამბობს, რომ ჟურნალისტებისთვის გადაადგილების აკრძალვის ბრძანება არ გაუცია.

“სამუშაო პროცესი მიმდინარეობს… სხდომას არ ესწრებოდით ხალხო? შესაბამისად დაელოდებოდით იქ ამ სიტუაციას. ანუ სხდომა ხომ დასრულდა და კომენტარი გაკეთდება ყველაფერზე. კი ბატონო საჯარო სივრცეა, მაგრამ… აქეთ სამუშაო სივრცეა,”-განაცხადა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მირანდა მესხმა სიები რამდენიმე წუთში დაამტკიცა, სხდომა დაასრულა დაასრულა და ოთახიდან ფაქტობრივად, გაიქცა, ჟურნალისტებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მასთან მიახლოების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე დღეს თბილისის შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ერთი კანდიდატის განცხადებაა შესული