რა დავალება მისცა პრემიერმა სერგეენკოსა და მღებრიშვილს ლარსთან დაკავშირებით?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მთავრობის სხდომაზე სთხოვა, განსაკუტრებული ყურადღება მიაქციონ ლარსის გამშვებ პუნქტზე, სადაც საკმაოდ გრძელი რიგებია, რიგში მდგომ მძღოლებს.

,,ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა. ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო. შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელსაც რიგში ლოდინი უწევთ. იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ეს ადამიანები იმ სერვისებით უზრუნველყოთ, რომელიც მათ სჭირდებათ”,- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – აეროპორტში არსებული პრობლემა, თბილისის გარდა, მსოფლიოს რამდენიმე წერტილში არსებობს
შემდეგი სტატიატერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ირანს ემუქრება