“რა “ბურევესტნიკი”? აჯობებს, ომი დაასრულოს…” – ტრამპი პუტინზე და მის რაკეტაზე

დონალდ ტრამპმა პუტინის მიერ რუსული ახალი კონტინენტთშორისი ბირთვული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ შესახებ გუშინ გაკეთებულ მუქარას უპასუხა და მას ურჩია, მსგავსი რამ აღარ გააკეთოს.

„მათ კარგად იციან, რომ ჩვენ გვაქვს ატომური წყალქვეშა ნავი — მსოფლიოში საუკეთესო — პირდაპირ მათ სანაპიროსთან. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება 8 000 მილის დაშორებით ფრენა და სხვათა შორის, მე არ ვფიქრობ, რომ პუტინისთვის მსგავსი განცხადებების გაკეთება საერთოდ არის შესაფერისი. მან სჯობს დაასრულოს ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ახლა უკვე მეოთხე წელში შედიან. აი, რა უნდა გააკეთოს მან, და არა რაკეტების გამოცდა,“ — განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშილევან მახაშვილის ღია წერილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას
შემდეგი სტატიასამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი და გამანადგურებელი ჩაცვივდნენ