“რა ბტიჯიტ ბარდო ესა მყავს”- უვადო მოსამართლეობის მსურველი თამთა თოდაძეზე

“რა ბტიჯიტ ბარდო ესა მყავს, ყველა რომ ამ შავ-ყვითელა სარკინოზზე ძალადობს… ​რა აბია ასეთი ნეტავ” – ეს სიტყვები ადვოკატმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველმა პაატა შავაძემ თამთა თოდაძის მისამართით დაწერა, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ შავაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების 50-კაციან სიაში მოხვდა, თუმცა შემდეგ საფეხურზე ვერ გადავიდა.

ფეისბუქ პოსტი მან უკვე წაშალა. აღარ იძებნება არც ის გვერდი, სადაც ანალოგიური და სხვა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერა. თუმცა, თაიმერმა მოახერხა ე.წ. სქრინშოთების შენახვა.

მაგალითად, უვადო მოსამართლეობის მსურველი თამთა თოდაძის შესაძებ ასევე წერს:

“არის ასეთი კატეგორიის ქალები, იღგზნებიან გინებით, ცემით, ფურთხებით, ძალადობით, მაგრამ თუ არ მიიყვანა კაცმა საქმე ბოლომდე, ვაი იმის ტყავის ბრალი, ეგრევე პროკურატურის პასაჟირია”.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
შემდეგი სტატიამარტვილში მაღაზიიდან მხოლოდ სარეცხი ფხვნილი მოიპარეს