რა ბედი ეწია 50 ავტობუსს, რომელიც თბილისში უნდა შემოეყბანათ – ოპოზიცია პასუხისმგებლობას სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს აკისრებს

ოპოზიცია თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს უახლოეს დღეებში საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე დაიბარებს. საქმე ეხება ახალი მუნიციპალური ტრანპორტის შემოყვანის საკითხს.

როგორც გუშინ გაირკვა, ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით კონტრაქტი მომწოდებელ კომპანიასთან გაფორმებულია, თანხა გადარიცხულია, თუმცა 50 ავტობუსი ქალაქში ჯერ კიდევ არ შემოუყვანიათ.

„უახლოეს პერიოდში ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რომ ჯერ დეკემბერში 100 გვითხრეს, მერე 90 დარჩა, მერე მარტში გვითხრეს, ახლა ივლისია და 90-ის ნაცვლად 40-ია შემოყვანილი, მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს ჰქონდეს კონკრეტული პასუხები, კონკრეტული პრობლემები იყო სატენდერო დოკუმენტაციაში, გაფორმებული ხელშეკრულებაში, საბოლოო ჯამში ისევ დადასტურდა, რომ ოპოზიცია მაშინ ამბობდა სიმართლეს, ნაცვლად იმისა, რომ კალაძე პიარკამპანიით იყოს დაკავებული, მნიშვნელოვანია, კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც თბილისის ბიუჯეტიდან გამოყო ათობით მილიონი ლარი, თუმცა შედეგი უკვე წელიწადნახევარია, ვერ მივიღეთ,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საბოლოო მიზანი მკაფიოდ გაცხადებულია – ეს არის ევროკავშირში წევრობა” – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა