EU NEIGHBOURSEAST -ის ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რჩება.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მწვავე პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო?
ინფორმაციისთვის, EU NEIGHBOURSEAST ყოველწლიური გამოკითხვა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხეს 1002 რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითად შეირჩნენ ორეტაპიანი სტრატიფიცირებული შერჩევის დიზაინის გამოყენებით. პირისპირ ინტერვიუები ჩატარდა 2025 წლის იანვრის ბოლოს/თებერვალში.
















