17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ? საქართველოში არჩევნები არ ტარდება”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ოპოზიციას „განმათავისუფლებელი, წინააღმდეგობის მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილის თქმით, ნებისმიერი დისკუსია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აცდენილია რეალობას, რადგან ქვეყანა მართვის ოკუპაციურ რეჟიმშია.

„რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება არჩევნები, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ოპოზიციონერი კოლეგებიდან – დავანებოთ თავი კბენას, ინტრიგებს და სხვადასხვა რაღაცებს, მითუმეტეს ჩემთან ქიშპობას. მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში, გადახედეთ მთელ ისტორიას და კიდევ შევძლებ, ამაზე ბევრად მეტს და ვერც ვერავინ შემიშლის ხელს ჩვენი დამპყრობლის და მტრის გარდა,“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი არა არჩევნები, არამედ „რევოლუციური, განმათავისუფლებელი პლატფორმა“ უნდა იყოს.

სააკაშვილმა გააკრიტიკა ივანიშვილის „ე.წ. მშვიდობის“ პოლიტიკა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოსთვის გადამწყვეტია.

სააკაშვილმა გააკრიტიკა საპატრიარქოს წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკა და აღნიშნა, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ კურსს.

მესამე პრეზიდენტმა სასამართლოს მოუწოდა, შეწყვიტოს საქმეების გაჭიანურება და აღნიშნა, რომ ეს „წარსულის თეატრია“.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ პარტია, არამედ მოძრაობაა, რომელიც „ხალხის წიაღიდან უნდა გამოვიდეს“.

banner
წინა სტატიაში“თევზი თავიდან ყარს”- ლელა ჯეჯელავა თელავის სტიქიაზე და ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე
შემდეგი სტატიაPOG: დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა