რა არასწორი ცნობა გავრცელდა თამარ ბელქანიაზე

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. ჩამონათვალში ფოთის, ჩხოროწყუს, მარტვილის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებიც მოხვდა.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მონაცემთა ცხრილში ამტკიცებდა, რომ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და მისმა ოჯახმა 2020-2022 წლებში, ჯამურად, 95 000 ლარის საჩუქარი მიიღო. თუმცა ირკვევა, რომ ეს საჩუქარი კი არა მემკვდრეობით მიღებული ბინაა, რომელიც მშობლებს ეკუთვნოდათ.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამოქვეყნებულ შენიშვნაში ვკითხულობთ: კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, 2023 წლის 19 დეკემბერს, IDFI-ს დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია მიღებულ საჩუქართან დაკავშირებით. მისი განმარტებით, დეკლარაციაში ასახული საჩუქრის სახით მიღებული უძრავი ქონება, წარმოადგენს მისი მშობლების მიერ მემკვიდრეობით გადმოცემულ 30კვ.მ ბინას, სადაც ის ცხოვრობს დაბადებიდან. ამასთან ქონება საჩუქრად გადაეცა თამარ ბელქანიას არასრულწლოვან შვილს, რომლის მეურვეს წარმოადგენს თავად. IDFI მიესალმება თამარ ბელქანიას სურვილს, უზრუნველყოს საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება კვლევაში ასახულ ინფორმაციასთან და მიღებული საჩუქრის (მემკვიდრეობის) წარმომავლობის კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით,-ნათქვამია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არ უზრუნველყოფს უწყების დამოუკიდებლობას” – ვენეციის კომისიის შეფასება ანტიკორუფციულ ბიუროზე
შემდეგი სტატიაკოლომინას გაფრთხილება-სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ჩინეთთან, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას