რა ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 8-12 იანვარს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაცის ავრცელებს:
„8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი.

10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.“- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ სირიისა და ერაყის ცაზე ოპერაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-მ ძარცვის ფაქტი გახსნა