მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს, ბრალდებას ფეისბუქპოსტით პასუხობს.
“რა ამბავი აუტეხია ამ ფარჩაკს.
P.S ქართული ოცნების, ნაც.მოძრაობის, ლეიბორისტის,ქრისტიან დემოკრატის, ლელოსი, გირჩის თუ მოქალაქეთა კავშირის იარლიყი პროვოკატორ დედაშენს მიაწეპე შუბლზე!”_ წერს მარგებაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოცოალურ ქსელში დაწერა, რომ ეთერის დასრულების შემდეგ მარგებაძე მას თავს დაესხა და სახე აქვს დაზიანებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

















