რა აყენებს თავდაყირა სასახლის ღობის საქმეს?!

განსასჯელის სკამიდან ყოფილი მთავარი პროკურორი გენერალურ პროკურატურას სთავაზობს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ლოიალობა გამოიჩინონ, 62-ივე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ, სანაცვლოდ კი მზად არის მურთაზ ზოდელავა,რომ ყველა მძიმე მუხლით სასჯელი თავად მოიხადოს და ბევრი წლით უარი თქვას თავისუფლებაზე.

4 ოქტომბრის დიდი აქციის ორგანიზატორად პროკურატურა პაატა მანჯგალაძესაც განიხილავს. დატყვევებულმა პოლიტიკოსმა დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ მის შესაძლებლობებს გვარაკიძის უწყება გადამეტებულად აღიქვამს. დეტალურად აუხსნა ბრალდებულმა სასამართლოს, როგორ მოხდა ამ ვიდეოს გადაღება, არც ის დაუმალა, რომ აქციის ორგანიზატორობა კი დაკავებულ ხალხთან ერთად ხაჭაპურიც კი არ უჭამია.

ის, რომ არც ორგანიზებულ მოქმედებებს არ ჰქონია ადგილი და არც დანაშაული ჩაუდენია, ამაზე ილაპარაკა ირაკლი ნადირაძემაც. პოლიტიკოსი, რომელიც 4 შვილის და ცოლს რეჟიმად გამოცხადებულმა ხელისუფლებამ მოწყვიტა ამბობს, რომ თუ ვინმე დანაშაულს ჩადის ეს ივანიშვილი და მისი გუნდია რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.

სასამართლოს დღეს სიტყვით ბრალდებულმა პოლკოვნიკმაც მიმართა. ლაშა ბერიძე გაოგნებულია იმით, თუ რისთვის ასამართლებს დღეს ხალხს “ოცნება”.

განსასჯელის სკამზე დღეს არ იჯდა მსოფლიო ბანი. პაატა ბურჭულაძემ პროტესტის ნიშნად უარი თქვა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობაზე.

სასამართლოში დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. დადასტურდა რომ სასახლის ღობის საქმიდან პროკურატურამ ღობე გააქრო. ბრალდებას საქმეში მხოლოდ ღობის ფოტოები უდევს.

საქმის მასალებში ვერ მოხვდა ის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც 4 ოქტომბერს პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა და რომელსაც ოცნების ლიდერები აქციის გასაშავებლად იყენებდნენ. ჩანაწერი, რომლის გამოც გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაკითხვებზე ატარეს. ახლა პროკურატურასაც უწევს აღიარება რომ ეს აუდიო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იყო შექმნილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება მოსკოვს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავაჭრო გზას გაუხსნის?!
შემდეგი სტატიაზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების პროცესის დეტალები განიხილა