რა აკავშირებს მიხეილ მაჭავარიანს ივანიშვილთან

რატომ ამჯობინა ჩრდილში გადასვლა ქართული პოლიტიკის „უხუცესმა“

 ბიოლოგიურ საპენსიო ასაკამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგვიძლია, თამამად ვუწოდოთ ქართული პოლიტიკის უხუცესი და აი, რატომ: ქართულ პოლიტიკაში შორეულ 90-იან წლებში გამოჩნდა და 1995 წლიდან, წლევანდელს თუ არ ჩავთლი, ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ამას გარდა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდულ ასაკაში მმართველი პარტიის, მხედველობაში „მოქალაქეთა კავშრი“ გვაქვს, გენერალური მდივნისა და ასევე, შემოსავლების მინისტრის პოსტები ეკავა.  ალბათ, მიხვდით, მიხეილ მაჭავარიანზე ვსაუბრობთ, რომელიც მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახე გახდა და რომელმაც ყოფილი მმართველი გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

რატომ გადადგა მაჭავარანმა ეს ნაბიჯი და რატომ ამჯობინა, რომ პოლიტკას სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც ჩამოსცილდეს? – ამ თემაზე მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი გაგვიჭირდება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი თავად მაჭავარიანს ეცდინება, თუმცა თავად ამის თაობაზე მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები ბევრად უფრო პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, ვიდრე თავად. ამასთან, მაჭავარიანმა აღნშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე ჰქონდა მიღებული.

სხვათა შორის, მაჭავარიანის აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ცნობილი 30 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნების მეორე ტურებამდე გახდა.

ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, მაჭავარიანის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

მიხეილ ვარდენის ძე მაჭავარიანიაიბადა 1968 წლის ს, თბილისში.

1984 წელს, დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1986 წელს, გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში1991 წელს, წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.

იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირისახალგაზრდული კავშირის მთავარი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე.

1995 წელს, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე იყო მოქალაქეთა კავშირისგენერალური მდივანი.

1999 წელს, კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, თუმცა პარლამენტი დატოვა 1999 წლის დეკემბერში, როცა დანიშნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად. ამ თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის აგვისტოში.

20012002 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.

2003 წლის 2 ნოემბერს, მაჭავარიანი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი2004 წლის 23 აპრილს, გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2008 წელს, მაჭავარიანი კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობისსიით.

გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ისინი, ვინც მიშა მაჭავარიანის ბუნებას იცნობენ, ამბობენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მოულოდნელად არ მიიღებდა.

„ზოგადად, მიშა ვიღაც არ არის, გადაწყვეტილებას ემოციურ ნიადაგზე რომ იღებდეს. ამიტომ, მგონია, რომ ახლაც აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ „ნაციონალები“ „შავ დღეში“ აღმოჩნდებიან და ალბათ, თავს უშველა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ჯერ კიდევ იმ პერიდოს იხსენებს, ვიდრე საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა და გვიხსნის, რომ მაშინ, ესე იგი, „მოქალქეთა კავშირის“ დროს ყველა, ან თითქმის ყველა პოლიტიკური ინტრიგა, თურმე, ნუ იტყვით და, სწორედ მაჭავარიანის თავში იხარშებოდა.

„რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, მიშას არ ესიამოვნოს, მაგრამ მახსოვს, პოლიტიკურ კულუარებში მას „მოქკავშირის გებელსსაც“ ეძახდნენ. ზოგადად, ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ისიც მგონია, რომ თავის დროზე „ნაციონალებისა“ და ივანიშვილის ურთიერთობის დალაგებაში ლომის წვლილი მან შეიტანა – მაჭავარიანიც საჩხერიდან არის წარმოშობით და, შეიძლება, ეს გამოიყენა, რომ სააკაშვილი ივანიშვილზე „გაეყვანა“, თუმცა ამის დადასტურება ფაქტებით არ შემიძლია,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო და აქვე, გამოთქვამს ვარაუდს, რომ მაჭავარიანი, როგორც პიროვნება და როგორც პოლიტიკური ფიგურა არ დაიკარგება.

სხვათა შორის, „თაიმერის“ წყარო ვარაუდობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ მაჭავარიანის ფრთას „ნაცმოძრაობაში“ ხათუნა გოგორიშვილი წარმოადგენდა, ყოფილი მმართველი პარტია შეიძლება, გოგორიშვლმაც დატოვოს, თუმცა განმარტავს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და გოგორიშვილის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის.

ისე, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს, „ნაცმოძრაობის“ წევრმა, მეგი გოცირიძემ, რომელიც ყოფილ მმართველ გუნდში პირდაპირ სააკაშვილის ფლანგად ითვლება, სიტყვა „ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების მეთოდებზე ჩამოაგდო და აღნიშნა, რომ ეს მეთოდები რომან კუსიანმა დაამუშავა. ოპონენტმა გოცორიძეს, საპასუდოდ, უთხრა, რომ სირცხვილია, როცა „ნაციონალები“, რომელებსაც გოგორიშვილი ჰყავთ, არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდნენ და სწორედ ამ დროს მეგი გოცირიძემ, ალბათ, არაშემთხვევით თქვა, რომ გოგორიშვილი, სხვათა შორის, კუსიანის მეგობარიაო.

ისე, კუსიანი, მაჭავარიანისა და ივანიშვილისა არ იყოს, საჩხერიდან არის.

საჩხერეზე ყურადღების გამახვილებით „თაიმერის“ ინფორმატორი იმას არ ამბობს, რომ რაღაც გარკვეული ბმა მაჭავარიანსა და ივანიშვილს შორის ახლაც არსებობს, მაგრამა აქ გასათვალსიწინებელია ერთი დეტალი:

თავის დროზე მიხეილ მაჭავარიანის ძმა „ოცნების“ მთავრობაში დასაქმდა. მაშინ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხდა, რომ მას და მის ძმას სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება აქვთ. ეს, პრინციპში, შეიძლება, ასეც არის და მსგავსი სხვა მაგალითებიც არსებობს, ვთქვათ, სევდია უგრეხელიძე „ნაციონალების“ სახეა, მისი ძმა, მინდია უგრეხელიძე კი, „ნაციონალებს“ ვერ იტანს. შეიძლება, ძმებ მაჭავარიანების შემთხვევაშიც ეს მოცემულობა იყო, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტიკაში ერკვევიან, ამბობენ, რომ ვანო მაჭავარიანი ძმაზე არანაკლები კარგი პოლიტტექნოლოგი და ანლიტიკოსია, ანუ ნაბიჯებს შემთხვევით არასოდეს დგამს.

აქვე, ისიც უნდა გავიხენოთ, რომ ერთი პერიოდი ვანო მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძესთანაც იყო.

ბერდია კალადნია

banner
წინა სტატიაშიკორპორაცია Thomson Reuters-ი 2 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს
შემდეგი სტატიაჩინეთის მაღაროში 33 მაღაროელის ცხედარი იპოვეს