“რა 6 მილიონი? – მთვარეზე მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი მიწის ნაკვეთს”

“აქამდე მომთხოვდნენ პასუხს, რამე გარიგება რომ ყოფილიყო”- აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფიოი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ჟურნალისტების კითხვის პასუხად. ახველდიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ მას თანხა შესთავაზა. ახვლედიანი ბოლო დროს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებსა და გავრცელებულ აუდიოჩანაწერს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
”ძალიან ძვირი ხომ არაა სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომისთვის 6 მილიონი?! სირცხვილია ამ თემაზე უბრალოდ საუბარი. აქამდე მომთხოვდნენ პასუხს, რამე გარიგება რომ ყოფილიყო. მართლა მაინტერესებს რაშია ლოგიკა? რაში უნდა შემოეთავაზებინა, რა უნდა გაეკეთებინა სასამართლოს თავმჯდომარეს შემოთავაზებული თანხის სანაცვლოდ? მე ვერ ვიხსენებ დეტალურად მართლა ამ საუბარს, ვინაიდან ჩემთვის ჩვეულებრივი საუბარი იყო, როდესაც ვსაუბრობ სასამართლოს პრობლემატიკაზე. მეტი საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა და კონკრეტულ შემოთავაზებაზე ჩამთან ნამდვილად არ ყოფილა საუბარი… რა 6 მილიონი? – მთვარეზე მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი მიწის ნაკვეთს. ვუპასუხო ამ კითხვას? არა, არ მთავაზობდა! რომც ყოფილიყო შემოთავაზება, რაში უნდა გადაეხადა ვინმეს ფული, რომ ყოფილიყო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება? რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ კონკრეტულ მოსამართლეს მიაღებინოს სასურველი გადაწყვეტილება?”, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირიდან ათობით ათას ავღანელს გაადეპორტებენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მოგიწოდებთ, გთხოვთ, ემოციები დავაცხროთ, მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები