“რ2”-ის საქმე და პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმება “საზმაუზე”- Human Rights Watch მედიაგარემოზე

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშში, საუბარია ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე:
“დავა ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის რუსთავი 2-ის საკუთრების საკითხზე, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, 2017 წელსაც გაგრძელდა და შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე. მარტში უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი 2004-2006 წლებში იყო. მისი მტკიცებით მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანიის საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა აიძულა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ერთხმად, საქმის განხილვის დღესვე მიიღო ისე, რომ მხარეებს ზეპირი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევისგან.
თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმების შესახებ განაცხადა და მიზეზად მაუწყებლის ტექნიკური აღჭურვისა და პროგრამირების განახლების გეგმები დაასახელა. ივნისში მაუწყებელმა შეწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება. რეგიონულმა აჭარის ტელევიზიამ ორივე გაუქმებული პროგრამა საკუთარ ეთერში განათავსა.” ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიHuman rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აფგან მუხთარლის და „ბირჟა მაფიის“ საქმეებიც მოხვდა
შემდეგი სტატიარესტორანში მომხდარ ინციდენტზე მომღერალი საბა სამუშიაა დაკავებული