საზოგადოება ქვისცვენა ონთან, დროებით იკრძალება მოძრაობა- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტ: თამარ აბაშიძე - 17:10 - 1 მაისი 2026 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.