ქვემო სამგორში სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურისმოწყობას აქტიურად განაგრძობს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში,ბურჯანაძის ქუჩაზე ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.ბურჯანაძის ქ. N57-58-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელისივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანიგანთავსდება.

პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონისკედელი ეწყობა. ამ ეტაპზე, კედლის მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა. განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარეგანათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.

სკვერის გვერდით მინი სტადიონი გაკეთდება. ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურ საფარიანი მოედანი 450 კვ.მ ფართობზე განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 215000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონისგამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ტიფლის კონსტრაქშენი“ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს