ქვემო ქართლში შველზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე, დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი აღმოჩნდა.

ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.

სამართალდამრღვევებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოხერხდა მძღოლისა და უკანონო ნადირობში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა.

ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.

banner
წინა სტატიაშიარაფერს არ გავყიდით, შენობას აღვადგენთ – „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე განმარტებას აკეთებს