ქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს

ქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ გრძნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბუცხრიკიძის განცხადებით, ბრალდებული არ იღებდა მონაწილეობას წამების ფაქტში.როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულს დაზარალებულთან გასაუბრება უნდოდა. თუმცა, შემდეგ, გარე ძალებმა და თავად დაზარალებულმა მოახდინა ყველაფრის პროვოცირება.

ასევე, ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ქვემო ქართლში, ერთ-ერთ სოფელში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ხუთმა პირმა აწამა და გააუპატიურა. უწყების ცნობით, ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს.

ბრადებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშირკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაცესკო – ალეკო ელისაშვილს ყველა დოკუმენტაცია კანონის სრული შესაბამისობით მიეწოდა