ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში.
ერთმანეთს “Mercedes”-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი და “Ford”-ის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.

















