8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკლერ კაისერი: საქართველოს მთავრობამ რეგიონში გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე