7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1 750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს” – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბეჭდური მედიის წარმომადგენლები თბილისის მერს, კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
შემდეგი სტატიასაია-მ ოჯახისა და ადვოკატის მიმართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა