8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების
იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის
მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე
ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ
მამაკაცებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, სამივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და
126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება: შეშფოთებას გამოვთქვამთ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი