17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის
ბრალდებით – 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე –
1983 წელს დაბადებული ე.ა.

ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული
დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა.

ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადაა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
შემდეგი სტატიაანდრეი სიბიგა: თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია