5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული, წარსულში
სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი რ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 1966
წელს დაბადებულ მ.ხ.-ს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე
საათში დააკავეს.

პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული ხელჩანთა პირადი ნივთებით და თანხის
ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის პოლიციამ ბათუმში სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავ