27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშირუსულმა დრონმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაარტყა
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე