28.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის,
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების
მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან,
დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატიურად სძალავდა
ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ
დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს
სამკაულები გადასცა.

სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი
პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიროდის ჩატარდება 2026 წლის ეროვნული გამოცდები? – სრული განრიგი
შემდეგი სტატიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი