12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით
სამი პირი: 1996 წელს დაბადებული ქ.კ., 1992 წელს დაბადებული ს.კ. და 1997
წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.კ.-მ თანამზრახველებთან – ს.კ.-სთან და
ე.ბ.-სთან ერთად ცოლად შერთვის მიზნით 2006 წელს დაბადებული გოგონა ძალის
გამოყენებით ჩასვა მანქანაში, წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში,
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის
პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი