12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს,– ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნ.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2006 წელს დაბადებულ უ.კ.-ს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ბ.-ც.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე მამუკა მდინარაძეს: „ვიწიას სარჩელით და მისი ტელევიზიის სიუჟეტით აპირებ ჩემს შეშინებას?!”