,, ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს კარგად ვიცნობ”

შოთა რეხვიაშვილმა – ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს კარგად ვიცნობ
ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობ, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისა და ნდობისთვის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა.

„სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებს, რეგიონის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ განვითარებას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რეხვიაშვილის თქმით, მას ხვდება გუნდი, რომელიც წლებია ეფექტიანად მუშაობს.

„ბუნებრივია, მექნება დღის წესრიგი და ვინც გაართმევს თავს, ჩემი გუნდი იქნება. თუ დადგება საჭიროება, ბუნებრივია, საკადრო ცვლილება განხორციელდება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაში20 წელზე მეტი შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი, ვეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება იმერეთს მოვახმარო
შემდეგი სტატიაივლისში კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდილია