ქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა

news
ავტ.: news აპრილი 2, 2020 11:03

ქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური ქსელებითა და სატელეფონო შეტყობინებებით ეგზავნებათ ცრუ ინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, – ამის შესახებ ლომჯარიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“‼️სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!
ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას. #დარჩისახლში,” – წერს სახალხო დამცველი.

news
ავტ.: news აპრილი 2, 2020 11:03

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics