ქვემო ქართლის გუბერნატორის ვინაობა ცნობილია!

ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გრიგოლ ნემსაძე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა, მთავარ კითხვად რჩება თუ ვინ შეცვლის ნემსაძეს რეგიონის რწმუნებულის პოსტზე. როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მთავრობა ვაკანტურ პოსტზე შოთა რეხვიაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.

შოთა რეხვიაშვილი 2004-2008 წლებში ქვემო ქართლის პროკურორი გახლდათ. ამჟამად კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

მთავრობა  შოთა რეხვიაშვილს ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე  მომავლ კვირას წარადგენს.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველი ოჯახი თბილისის მერს დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: რატომ არ ენდობა ბიძინა ივანიშვილი დიტო სამხარაძეს?