ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძის დანიშვნას პრემიერმა ხელი მოაწერა

 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

მათივე ცნობით, პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვსა. იგი მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს GHG ) საოპერაციო დირექტორის პოსტს.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ