ქვემო ეშერაში ვხედავთ უცნობ ბიჭებს ზურჩანთებით, რომლებიც ნარკოტიკს მიწაში ფლავენ და ცოტა ხანში მოდიან მანქანებითბ ბიჭები, რომლებიც ამ ნარკოტიკებს ეძებენ – ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები

სოფელში ვხედავთ უცნობ ბიჭებს ზურჩანთებით, რომლებიც ნარკოტიკს მიწაში ფლავენ და ცოტა ხანში მოდიან მანქანებითბ ბიჭები, რომლებიც ამ ნარკოტიკებს ეძებენ – ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები

ს.ჩ, რომელიც ქვემო ეშერაში ცხოვრობს, წერს, რომ რადგან სოფლის მკვიდრი კაცები ტურისტულ სფეროში არიან დაკავებული და პრობლემას ყურადღებას ვერ აქცევენ, სოფელი ნარკოკურიერებისთვის სამალავების განთავსების ადგილად იქცა.

მისი თქმით, ყოველდღე ხედავენ უცხო ადამიანებს ჯერ ზურგჩანთებით, ქვეითად ან მოპედებით, რომლებიც სამალავებს ფოტოებს (კოორდინატებს) უღებენ და მიდიან, დაახლოებით რამდენიმე საათში კი მოდის მანქანების ნაკადი, რომლებშიც სხედან წამალდამოკიდებული, აგრესიული კაცები და სამალავების ძებნას იწყებენ:

“მათ ვერაფერს ვეუბნებით: საშინელი სიჩქარით მოძრაობენ, აგრესიულები არიან, ვერ ვაცხადებთ მილიციაშიც, რადგან მათი მხრიდან ანგარიშსწორების გვეშინია. ბავშვებს ვერ ვუშვებთ ზღვის სანაპიროზე, რადგან იქაურობა ნახმარი შპრიცებითაა სავსე. ვიინმემ რამე გვიშველოს, მიიტანონ ეს ამბავი შსს-მდე”, – წერს ს.ჩ აფხაზურ ფორუმზე. მისი თქმით, სამალავებით მოფენილია უზარმაზარი ტერიტორია, ე,წ, “სიდედრის ენის” მოსახვევიდან დაწყებული, სკოლის შესასვლელამდე.

banner
წინა სტატიაშინიკო კვარაცხელიას დედა-უკვე მეორედ 12 აგვისტო შემოდის უშენოდ, ჩემო მაგარო ბიჭო! გილოცავთ დე♥️
შემდეგი სტატიაზეცაში გადასახლება – ნიკო კვარაცხელია დღეს 24 წლის გახდებოდა