“ქვეყნისთვის იქნება ცუდი, თუ ამ კომიტეტში, მოადგილის პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსი”

news
ავტ.: news ნოემბერი 21, 2016 19:42

“ქვეყნისთვის იქნება ცუდი, თუ ამ კომიტეტში, მოადგილის პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსი”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე კანდიდატურას წარადგენს. ამ პოზიციაზე წარდგენილი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე იქნება. ამის შესახებ კომენტარი ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა:

„ჩენ ვაყენებთ კანდიდატურას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში და ბოლომდე შევეცდებით, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში მოადგილის დონეზე წარმოდგენილი იყოს სწორედ ნაციონალური მოძრაობა იმიტომ, რომ ეს არის კომიტეტი, რომლის ფუნქციაა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა, რომლის ფუნქციაც შეადგენს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მუშაობა და მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი, თუ ამ კომიტეტში, მოადგილის პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ პატრიოტთა ალიანსი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 21, 2016 19:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,544
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics