5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ქვეყნის ტერიტორიიდან “სიონისტების გაძევების” მოთხოვნა და თეირანის მუქარა აზერბაიჯანს

ირანის რეჟიმთან აფილირებული ახალი ამბების სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, თეირანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე გაფრთხილება გაუგზავნა და ქვეყნის ტერიტორიიდან “სიონისტების გაძევებისკენ” მოუწოდა.

ირანული გამოცემა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის სპიკერის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც თეირანი აზერბაიჯანს ემუქრება, რომ ქვეყნიდან “სიონისტები გააძევოს,” რათა რეგიონში უსაფრთხოება შენარჩუნდეს.

“რეგიონში ამერიკელი და სიონისტი აგრესორების წინააღმდეგ მასშტაბური კონფლიქტის მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ყველანაირი ძალისხმევა ჩადეს, რათა თავიდან აერიდებინათ ეროვნული უსაფრთხოებისა და მეგობრული, მეზობელი და მუსლიმი ქვეყნებისთვის ზიანის მიყენება”, – ციტირებს განცხადებას Fars News.

“ირანის მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, მოვუწოდებთ, რომ როგორც მუსლიმურმა სახელმწიფომ, ქვეყნიდან სიონისტები გააძევოს, რათა თავიდან აირიდოს რეგიონში საშიშროების გავრცელება და საფრთხე არ შეექმნას საკუთარი მოსახლეობისა და ისლამური ირანის უსაფრთხოებას.” – მიმართავს ირანის რეჟიმი აზერბაიჯანს

banner
წინა სტატიაშიალი ხამენეის ვაჟი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიჭრა
შემდეგი სტატიაქვეყანა დიპლომატიურ სკანდალშია – დიპლომატს უკანონოდ უთვალთვალებენ – ნინო ლომჯარია