„ქვეყნის სამსახურში“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნება ახლა ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ისინი გვიპირისპირებენ მათივე პარტ. აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს – ამის შესახებ „ქვეყნის სამსახურში“ განცხადებაშია ნათქვამი.

„20 ივნისიდან, სამოქალაქო საზოგადოება პრინციპულად ითხოვს პროპორციული არჩევნების მიღებასა და ხელისუფლების მიერ, საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებას.

ნოემბერში, ბიძინა ივანიშვილმა, მონა მაჟორიტარების გამოყენებით, ჩააგდო ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროპორციული არჩევნების კანონპროექტი. მან მოატყუა როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ასევე საკუთარი ამომრჩევლები და საერთაშორისო თანამეგობრობა.

20 ივნისიდან, ჩვენი ტრიბუნიდან “პროპორციული არჩევნების” კვალდაკვალ ისმის სიტყვა “მშვიდობა!”, მთელი დემონსტრაციების განმავლობაში, არცერთხელ გავსულვართ კანონს მიღმა, არცერთხელ მოგვიწოდებია ძალადობისკენ და არც არასდროს გვიძალადია.

ქართული ოცნება ახლა ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ისინი გვიპირისპირებენ მათივე პარტ. აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია.

სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა!

ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს!

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები“ – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკანორ მელია არის კრიმინალი – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაკიევში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს