17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

„ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების გამო ზარდიაშვილი გაათავისუფლეს“ — ლაშა ფარულავა

“ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს!

მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა.

ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გადაიყვანეს.

საგულისხმოა, რომ ვანო ზარდიაშვილის ანაზღაურებამ 2025 წლის განმავლობაში 215 218 ლარი შეადგინა.

ხალხს კი ორჯერ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაეთიშა.

ქოცების გამო სწორედ ასეთ შედეგს ვიღებთ, როდესაც სახელმწიფო უწყებებში პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიული ნიშნით დანიშნული კადრები, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და უპასუხისმგებლობა დომინირებს.

თუმცა მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: მხოლოდ ზარდიაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, ან რატომ ინარჩუნებს კვლავ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის მაღალანაზღაურებად თანამდებობას?

სწორედ ნარმანია გვიმტკიცებდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება აუცილებელი იყო, რათა ავარიული გათიშვები აღარ განმეორებულიყო.

რეალობაში კი საქართველო ორჯერ ჩაბნელდა!

თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაშინ ის მხოლოდ ერთ ადამიანს არ უნდა შეეხოს.

ასევე, ბიძინა ივანიშვილის კრიპტო-მაინინგთან დაკავშირებული ბიზნესების ელექტროენერგიის ტარიფებზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია!”_  წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია – ერთმანეთში ამოიცნეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში
შემდეგი სტატია“ჯო უილსონი “დიფ სთეითის” კიდევ ერთი აგენტია”- ირაკლი კობახიძე