შვილმკვდარი დედის მიმართვა გენერალურ პროკურორს – სავარუდოდ, პოლიციის დევნის ოპერაციის დროს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი მკვლელობაზე საუბრობს და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც მისი შვილის დევნის ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ნინო გვიშიანი გიორგი გვარაკიძეს 23 წლის შვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეში მხილებული პოლიციელების დასასჯელად ერთ კვირას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტ პროტესტს აანონებს.
გახმაურებული საქმის დეტალები ქვეყნის მთავარმა პროკურორმა კარგად იცის, რადგან ამ დროს გიორგი გვარაკიძე იმერეთის საოლქო პროკურორი იყო.
“ქვეყნის მთავარო პროკურორო, ვინ გჯობნით, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს? – მიმართავს სტიქაროსნის დედა მთავარ პროკურორს.
მივმართავ გენპროკურორს – ბატონო გიორგი, ერთხელ ხომ გადამირჩინეთ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე, რომ არ განადგურებულიყო თერჯოლის პოლიციელების მიერ, ახლა მაინტერესებს – ვინ გჯობნით ქვეყნის მთავარო პროკურორო, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს, ვინ გაჯობათ?
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩემი შვილის ცხედარი დამიგდეთ და სამი დღე მაძებინეთ, ისე ნახავთ ჩემს სხეულს დაგდებულს სამხარაულის პოლიციასთან. ერთ კვირას გაძლევთ დროს, რომ დაიჭიროთ ჩემი შვილის მკვლელები. წელიწადნახევარია სამართალს დავეძებ გამწარებული დედა – თემო ხადურის დედა და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე. ჯერ კიდევ დაუსჯელი დადიან ჩემი შვილის მკვლელები. საქმე გამოძიებულია – რას ელოდებით?
ჩემო ქუთაისელებო, ჩემო თანაქალაქელებო, გთხოვთ დამიდექით გვერდით, მე თემო ხადუურის დედას, რომელიც წელიწადნახევარია დავეძებ სამართალს, მაგრამ ვერ ვიპოვე. გთხოვთ, თქევნს თანადგომას”,- ამბობს მოკლული ბიჭის დედა.
ამ საქმეზე ერთი წლის წინ “შაბათის ეთერმა” მოიპოვა ვიდეო-მტკიცებულებები – სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.


















