ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს – ნიკა მელია

ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ნიკა მელია ამბობს, რომ სიმართლე ხალხის მხარეს არის და ამბობს, რომ პროტესტი რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის არ არის.

“განსხვავებით წინა წლების დემონსტრაციებისა, რომელიც იმართებოდა მათ შორის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, ეს საპროტესტო აქციები არის მხარდაჭერილი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით. ყველას ჩვენ ვერ მოვთხოვთ ყველას ფიზიკურად იყვნენ იქ, სადაც ახლა ჩვენ ვართ. მაგრამ, იგრძნობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს, იმიტომ რომ სიმართლე არის ხალხის მხარეს. ეს არის”- განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება პარლამენტთან – დაკავებულია 3 პირი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და დასრულდეს საარჩევნო უბანზე